გაყიდვები

კომპანია „კლიონ ჯგუფ“-ის ექვსი წარმომადგენლობის ქსელი პრაქტიკულად უკრაინის ყველა რეგიონს მოიცავს. დიდ ქალაქებში ხელსაყრელი ადგილმდებარეობა - სათაო ოფისი და წარმომადგენლობა ქ. ზაპოროჟიეში და კიდევ ხუთი წარმომადგენლობა კიევში, ლვოვში, ოდესაში, როვნოსა და ხარკოვში - კომპანიის წარმატებულ საქმიანობას უზრუნველყოფს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

გასაღების გამართული სისტემის წყალობით, ჩვენ ვაწვდით ჩვენს კლიენტებს მხოლოდ მაღალხარისხოვან პროდუქციას, ყოველდღიურად ვამარაგებთ მათ ყველაზე საუკეთესო პროდუქტებით. ჩვენი კლიენტების რიცხვშია - კერძო მეწარმეები, საკუთრების სახელმწიფო და კერძო ფორმების საწარმოები და დაწესებულებები, მსხვილი კომპანია-გადამმუშავებლები, HoReCa დაწესბულებები, ეროვნული და რეგიონალური სავაჭრო ქსელები.

დღესდღეობით კომპანია „კლიონ ჯგუფ“ წარმოადგენს ლიდერს გაყინული თევზის და ზღვის პროდუქტების საბითუმო გაყიდვების სფეროში, ასევე აქტიურად ავითარებს გაყინული თევზის გაყიდვის მიმრთულებას.

საკუთარი დისტრიბუციის გამართული სისტემა კომპანია „კლიონ ჯგუფ“-ს საშუალებას აძლევს რეგიონალური, ეროვნული და საერთაშორისო დონეების მსხვილ ქსელებში საკუთარი წარმოების პროდუქციის მიწოდება განახორციელოს. თევზის და ზღვის პროდუქტების უცვლელად მაღალი ხარისხის წყალობით, ჩვენ შევძლებთ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნებები და გემოვნებები ყველაზე მომთხოვნი გურმანების და კულინარიის პროფესიონალების შემთხვევაშიც კი.