წარმოება

კომპანია კლიონ ჯგუფი არის ქ. ზაპოროჟიეში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოო-გადამუშავებელი კომპლექსის მესაკუთრე, რომელმაც დაიწყო მუშაობა რეკონსტრუქციის შემდეგ 2009 წკლის აგვისტოში.

ქარხანა აღჭურვილია ხარისხიანი თანამედროვე მოწყობილობით მსოფლიოს წამყვანი მიმწოდებლებისგან. წარმოება მოდერნიზებულია ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ექსპლუატაციაში შეყვანილია მაღალტექნოლოგიური ხაზები, რომლებიც პროდუქციის გადამუშავების სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას აძლევენ. დღესდღეობით გამოსაშვები ასორტიმენტი ითვლის მაღალი ხარისხის პროდუქციის დაახლოებით 150 დასახელებას, რომელიც შეესაბამება ჩვენი მრავალრიცხოვამნი მომხმარებლების მოთხოვნებს.

საწარმოო პროცესების სტაბილურობა, შრომის ორგანიზაციის აწყობილი სისტემა, კვალიფიცირებული პერსონალი მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ შევქმენით პირველხარისხოვანი წარმოება, რომლითაც ვამაყობთ. 

ხარისხი

ხარისხის სისტემა ჩვენს კომპანიაში დაფუძნებულია წარმოების პროცესის და გამოსაშვები პროდუქციის მუდმივი გაუმჯობესების ფილოსოფიაზე. კვების პროდუქტების წარმოებაში ჩვენ ვიცავთ ევროპულ სტანდარტებს, ამიტომ პროცესების თითოეული ციკლი  – ნედლეულის შეკვეთით, მისი შემოტანით, შენახვით, გადამუშავებით დაწყებული, განაწილებით და მიწოდებით დამთავრებული ექვემდებარება ხარისხის მკაფიო კონტროლს. 

პროდუქტების უსაფრთხოების მართვის კომპლექსურ სისტემას თან ახლვს მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური გამოკვლევების სპექტრი, რომელიც აუცილებელია პროცესების ტექნოლოგიის,კომპონენტების, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქციის ხარისხის საიმედო კონტროლისათვის.

კომპანიამ გაიარა სერთიფიკაცია ISO 22000  ხარისხის სისტემის მიხედვით (HACCP), და 2013 წლის დეკემბერში მიიღო სერთიფიკატი.

ამასთან კომპანია თვალყურს ადევნებს გარემოს დაცვის მზრუნველობით მოჰყრობის პრინციპების დაცვას, დამუშავებულია და ინერგება ბუნების ობიექტებზე საწარმოო ნარჩენების ზემოქმედების შემცირების გეგმა.