მისია და ფასეულობები

ჩვენი მისია

ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, - ყოველთვის საუკეთესოა! და ჩვენ ამას ყველაზე უკეთ ვაკეთებთ!

 

ჩვენი ფასეულობები  

ადამიანური:

ხალხიკომპანიის მთავარი ფასეულობაა

ჩვენ ყოველთვის გვახსოვს, რომ ჩვენი საქმიანობის წარმატება უშუალოდ დამოკიდებულია კომპანიის ხალხის სწრაფვაზე იყვნენ საუკეთესონი თავის სფეროში. ამიტომ ჩვენ ვქმნით კომპანიაში ისეთ პირობებს, რომ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს შეეძლოს რაც შეიძლება სრულად მოახდინოს თავისი პიროვნული, ინტელექტუალური და პროფესიული პოტენციალის რეალიზება. კომპანია ზრუნავს თავის ხალხზე, აფასებს მათ უნარებს და ხელს უწყობს ინიციატივას.  

ჩვენი ხალხი – კონკურენტული უპირატესობაა! ეს გვაძლევს საშუალებას დავიკავოთ წამყვანი პოზიციები ჩვენს დარგში და მივაღწიოთ მაღალ შედეგებს. 

მომხმარებელიმაღალი ხარისხის პროდუქციის დამკვეთი.

პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, ასორტიმენტის გაფართოვება, საწარმოო პროცესების გაუმჯობესება – ეს ჩვენი მუშაობის ძირითადი ასპექტებია. ჩვენ ყოველდღიურად ვუმჯობესდებით იმისათვის, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო პროდუქტი. იმის მკაფიო გაგებას, რომ მომხმარებელი - ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია, გვაძლევს უდავო უპირატესობას კონკურენტების წინაშე. ჩვენ ყოველთვის მივისწრაფვით მიღწევებისაკენ, რომლებიც შეესაბამება ჩვენი მომხმარებლების მოლოდინს.

პარტნიორები ჩვენი ბიზნესის საიმედოობაა.

ჩვენ ვაფასებთ ჩვენს პარტნიორებს! ამიტომ გრძელვადიანი ურთიერთობები, დაფუძნებული ურთიერთსარგებლიან თანამშრომლობაზე – ეს ჩვენი მუშაობის სტილია. ჩვენ ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს პატიოსნების, გულწრფელობის და ურთიერთმხარდაჭერის საფუძველზე. ჩვენი პროფესიონალიზმი და  ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებისადმი ერთგულება კომპანიას ხდის  მიმზიდველ და საიმედო პარტნიორად.  

ჩვენ პასუხს ვაგებთ პარტნიორების წინაშე კომპანიის ეთიკური პრინციპების დაცვაზე, თანამშრომლობის პირობების დროულ და ზუსტ შესრულებაზე.   

კლიენტებიჩვენი წარმატების საფუძველია.

ჩვენს  ბიზნესს განსაზღრავს კლიენტი. კლიენტის ამოცანები და მოთხოვნები – ეს ჩვენი ამოცანები და მოთხოვნებია.

ჩვენ ვაშენებთ ურთიერთობებს კლიენტებთან ნდობის, გრძელვადიანი თანამშრომლობის, პატივისცემის და ურთიერთ ვალდებულების შესრულების პრინციპებზე. კლიენტები – ყოველივეს ცენტრში არიან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

 

პროფესიული:

პატიოსნებაბიზნესის მთავარი ფასეულობაა.

პატიოსნება აზრებში, მსჯელობაში, საქციელში და საქმეებში - ჩვენი კრედოა. მაღალი ეთიკური სტანდარტების მხარდაჭერას, რომლებიც ასახავენ ურთიერთობებში საიმედოობას, ჭეშმარიტობას და წრფელობას, ჩვენ ვთვლით ჩვენს ვალად. პატიოსნება – ჩვენი კომპანიის ძირითადი აქტივია. მუშაობის პროცესში მიღებული თითოეული გადაწყვეტილება, დაფუძნებულია პატიოსნების და წრფელობის პრინციპებზე. ჩვენ გვენდობიან – და ჩვენ ვიმსახურებთ ამ ნდობას.

ლიდერობაკომპანიის ზრდის ძრავია.

ლიდერობა – ეს თითოეული ჩვენთაგანის შინაგანი სასიცოცხლო წესია!

ეს არის შთაგონების და წინამძღვრობის უნარი, ეს საუკეთესო შედეგებია კომპანიის მთელი ისტორიის მანძილზე. კომპანიის ლიდერობა და მისი თითოეული თანამშრომლის ლიდერობა თანაბარმნიშვნელოვანია და ერთმანეთთან დაკავშირებულია წარმატების მიღწევის გზაზე.  

პროფესიონალიზმი კომპანიის განვითარების საძირკველია

პროფესიონალიზმი ჩვენი გაგებით – ეს არა მხოლოდ საყვარელია სამუშაოს ყველა წვრილმანის დაწვრილებითი ცოდნისადმი, არამედ უწყვეტი მისწრაფებაა აღმავლობისკენ, ახალი ცოდნისკენ, უნარებისკენ და მიღწევებისაკენ. პროფესიონალიზმი  გვაძლევს საშუალებას ვიყოთ უფრო ეფექტურები და დახვეწილები ვიდრე კონკურენტები. თითოეული ჩვენგანი არის პროფესიონალი თავის საქმეში და მიზანდასახულად მუშაობს შედეგის მისაღწევად და ლიდერული პოზიციების დასაპყრობად.  

ნოვატორობაკომპანიის მიღწევების საფუძველია

მთელი ჩვენი საქმიანობის საფუძველი არის ნოვატორობა და პროფესიონალიზმი! უახლესი ტექნოლოგიების და პროგრამების წარმოებაში დანერგვით, ამოცანების გადაჭრის არასტანდარტული გზების მოძიებით ჩვენ ვაღწევთ წარმატებას.

ჩვენ ვეძებთ ახალ ხერხებს ჩვენი პროდუქციის და ტექნოლოგიური პროცესების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ინოვაციებს, რათა შემოგთავაზოთ ახალი და ეკონომიურად ეფექტური  გადაწყვეტილებები. ჩვენი მუშაობის ბრწყინვალე შედეგები - ამის საუკეთესო მტკიცებულებაა!