კომპანიის ისტორია

ზაპოროჟიე –  უკრაინის სამხრეთის ერთ ერთი უმსხვილესი და კულტურული ცენტრია, რომელიც 2005 წელს გახდა ქალაქი, სადაც დაფუძნდა დინამიურად განვითარებადი კომპანია კლიონ ჯგუფი.

ბევრი ამბიცია, იდეა და ნაყოფიერი მუშაობის ექვსი წელიწადი დასჭირდა კომპანიის განვითარების თანამედროვე დონეზე გამოსაყვანად. კარგად მოფიქრებული მენეჯმენტი, მკაფიო დაგეგმარება და დაძაბული კონტროლი დაგვეხმარნენ უმოკლეს ვადებში აგვეწყო საბითუმო ვაჭრობის არხების სისტემა საკუთარი წარმომადგენლობების მეშვეობით უკრაინის მსხვილ ქალაქებში: რომელთაგან ორი მდებარეობს ქ. ზაპოროჟიეში, ხოლო დანარჩენი ხუთი - კიევში, ლვოვში, გორლოვკაში, სევასტოპოლში და ხარკოვში. 

 

ჩვენ გავხსენით თევზის გადამუშავებელი კომპლექსი, აღჭურვილი უახლესი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობით, დავამუშავეთ და წარმატებით მოვახდინეთ დისტრიბუციის სისტემის რეალიზაცია, მოვამზადეთ საექსპლუატაციოდ დაახლოებით 18 000 მ² სასაწყობო ფართი, მოვახდინეთ ლოგისტიკის ეფექტური სისტემის ორგანიზება, ქ. კერჩში, ნიკოლაევში და ზაპოროჟიეში საკუთარი ლოგისტიკური ცენტრების შექმნის მეშვეობით. სწორედ ქ. ზაპოროჟიეში ამჟამად მდებარეობს კომპანია კლიონ ჯგუფის ცენტრალური ოფისი.

 

დღეს კომპანია კლიონ ჯგუფში შედის:

 

-         შპს „კლიონ“ - რომლის სპეციალიზაციაა თევზისა და ზღვის პროდუქტების იმპორტი და ვაჭრობა;

-         შპს „ლარან-07“ - რომელიც დაკავებულია თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამუშავებით და აგრეთვე კომპანიის ინფრასტრუქტურის რჩენით.

 

­­­­საწარმოს წარმატებული განვითარება უმეტესად განპირობებულია მენეჯმენტის მაღალი დონით. დღეს საწარმოზე იქმნება და ინერგება პროექტები, რომლებიც ახდენენ ამოცანების ფართო სპექტრის რეალიზაციას, დაკავშირებული ყველა საწარმო პროცესის  დაგეგმარებასთან, განაწილებასთან, კონტროლთან და ანალიზთან.

ყოველდღიურად ჩვენ ვაგრძელებთ გაუმჯობესებას და ამოცანების გადაჭრის უფრო ეფექტური გზების გამოძებნას, რათა დავრჩეთ საუკეთესონი ჩვენს საქმეში!