საქმიან პარტნიორებს

მიმწოდებლებს

სამართლიანი კონკურენციის პრინციპები, როგორც ეკონომიკის საბაზისო პრინციპები, არამარტო კომპანია „კლიონ ჯგუფ“-ის მთელი საქმიანობის საფუძველს, არამედ მისი უმწიკვლო რეპუტაციის საწინდარს წარმოადგენს.

კომპანიის კარგი სახელი მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის, ამიტომ ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაში ჩვენ ვიცავთ პროფესიული ყოფაქცევის უცვლელად მაღალ სტანდარტებს.

სამართლიანი კონკურენციის წესების, ყველა ამ პროცესის მარეგულირებელი ნორმატიულ-სამართლებრივი ნორმის დაცვა, კომპანიას საშუალებას აძლევენ სრულყოფისა და განვითარებისთვის მხოლოდ კანონის და საქმიანი კულტურის წესების ფარგლებში.

პასუხისმგებლობა საქმიან კულტურაში ჩვენი პრინციპების რეალიზაციაზე კომპანიის თითოეულ თანამშრომელს ეკისრება, ხოლო პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიერ მათ სწორ აღქმაზე - ხელმძღვანელობას. მისი ამოცანაა - საქმიანი კულტურის წახალისება, რომელშიც მთლიანად გამოხატულია ჩვენი საბაზისო პრინციპები.

ჩვენ მივისწრაფით კომპანიის მაღალი ეფექტურობისკენ, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ დამფუძნებელთა შემოსავლები, თანამშრომლების კეთილდღეობა და სარგებლიანობას მოუტანს საზოგადოებას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ.

ამ პრინციპების დაცვა ჩვენი საქმიანი წარმატების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.

 

კლიენტებს

ჩვენი კლიენტები - ის ადამიანებია, ვისთვისაც და რომელთა წყალობითაც ჩვენ ვმუშაობთ.

ჩვენს ბიზნესს კლიენტი განსაზღვრავს. კლიენტის ამოცანები და მოთხოვნები ჩვენი ამოცანები და მოთხოვნებია. ჩვენ ვაგებთ კლიენტებთან ურთიერთობებს ნდობის, გრძელვადიანი თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის და საკუთარ თავზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პრინციპებზე.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ: კლიენტების კეთილგანწყობა, მათი მადლიერება და ჩვენი თანამშრომლობის ხარისხის მაღალი შეფასება - ჩვენი საუკეთესო რეკლამაა!